воскресенье, 27 июня 2010 г.

ანაქრონიზმი ნ.ბარათაშვილის პოემაში" ბედი ქართლისა"1

პროექტის აღწერა - მოსწავლეები იმუშავებენ საკითხზე - ანაქრონიზმი ნიკოლოზ
ბარათაშვილის პოემაში ”ბედი ქართლისა” , მოიძიებენ
ისტორიულ წყაროებს, განუვითარდებათ კვლევის უნარი,
შეძლებენ მოძიებული მასალის რედაქტირებას, გააკეთებენ
პრეზენტაციას.

პროექტის მიზანი - პროექტის მონაწილეები მოძიებიული მასალებისა და
ინფორმაციის საშუალებით გაავლებენ პარალელს
რომანტიკოსი პოეტის პოემასა და ისტორიულ წყაროებს
შორის, გაარკვევენ რა არის პოემაში ისტორიული
სინამდვილიდან აღებული და რომელი ფაქტი არ არის იმ ეპოქის , რომელზეც ნაწარმოებშია საუბარი.

მოსწავლეთა ასაკი - 15-16 წლის.

პროექტის
შესრულების ვადები - 2011 წლის მარტი - დაწყება. 2011 წლის მაისი - დასრულება.

პროექტის განხორციელებისათვის
შერჩეული აქტივობა - დამხმარე ლიტერატურის მოძიება, ისტორიული წყაროების
გაცნობა, მოპოვებული მასალის შედარება პოემასთან,
პრეზენტაცია კლასში, ისტ-ის საშუალებით მოძიებული
მასალების ელექტრონული ვერსიის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები - პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად
მოსწავლეები შეძლებენ დაწერონ ესეები, კვლევები,
გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის
უნარ-ჩვევები, შეძლებენ ბიბლიოთეკაში წიგნის მოძებნას და
დამუშავებას. მოძიებული მასალების ინტერნეტში განთავსებისათვის მოსწავლეები შექმნიან ბლოგს,რათა ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს მისი გაცნობა. ამასთან ერთად მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას,
განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები, წერა, კითხვა,
მოსმენა, ძიების, კვლევისა და მოპოვებული მასალის
მოვლისა და დაცვის უნარი.

მონიტორინგი - პროექტის განხორციელებაზე მეთვალყურეობის მიზნით
ყოველ კვირას შევხვდები მოსწავლეებს, გავეცნობი, თუ რა
გააკეთეს, მივცემ მითითებებსა და რჩევებს.

შეფასება - პროექტის წარმატებას განვსაზღვრავ შემდეგი
კრიტერიუმებით:
  • საკითხის იდენტიფიცირება,
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება,
  • ინფორმაციის მოძიების უნარი,
  • კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი,
  • ჯგუფის შემოქმედებითი უნარი,
  • კვლევის შედეგების ანალიზის უნარი.
სამუშაო ენა - ქართული.

საგანთაშორისი კავშირი - პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას
საქართველოს ისტორიაში, კერძოდ, გეორგიევსკის
ტრაქტატის საბედისწერო მნიშვნელობასა და შედეგებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий